GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

23 აგვისტო, 2006

დღეს, 24 აგვისტოს, კონსტიტუციის 11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა გახლდათ "საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანა”. მრგვალ მაგიდაზე მოწვეულნი იყვნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მასმედიისა და მთავრობის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები არ გამოცხადებულან.

შეხვედრაზე მოკლე მოხსენება გააკეთა საიას იურისტმა ზურაბ ჯიბღაშვილმა. მოხსენების შემდეგ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა. დისკუსია იმ სავარაუდო შედეგებს მიეძღვნა, რომლებიც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას მოჰყეს.

სხვა სიახლეები