GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 სექტემბერი, 202510:30

საია აქვეყნებს ინფორმაციას 2025 წლის 8 - 12 სექტემბრის კვირაში დემონსტრაციების კონტექსტში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომების შესახებ:




1. ალექსანდრე ელისაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 156.2.ა - ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით.

მოსამართლე: გიორგი გელაშვილი.

თარიღი: 8 სექტემბერი, 11:00.




2. ნინო დათაშვილი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 სეკუნდა.3 - საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა საჯარო მოსამსახურის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე : თამარ მჭედლიშვილი.

თარიღი: 8 სექტემბერი, 13:00.




3. ზვიად რატიანი

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 353 პრიმა.1 - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მოსამართლე : გიორგი გელაშვილი.

თარიღი: 9 სექტემბერი, 12:00.




4. ირაკლი წიგნაძე, გიორგი უგულავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ტაბატაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222-2-ა - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა, რასაც შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ჩადენილი ჯგუფურად.

მოსამართლე: ზვიად შარაძე.

თარიღი: 9 სექტემბერი, 16:00.




5. ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული

ბრალდება: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 260.6.ა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, შეძენა, შენახვა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

მოსამართლე: ნინო გალუსტაშვილი.

თარიღი: 12 სექტემბერი, 12:00.




პროცესების თარიღების შესახებ ინფორმაცია განახლებადია ყოველდღიურად, და, შესაძლოა, დაგეგმილი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდოს.

სხვა სიახლეები