სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

უკანონო აგიტაცია

2016-09-27 11:10
Featured image

1. მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, „გურიანიუსი“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა შუა ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში - ბელა შათირიშვილმა, სამუშაო საათების განმავლობაში მონაწილეობა მიიღო წინასაარჩევნო აგიტაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ განცხადებით მიმართა №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის  უწყებათშორის კომისიას.

2. მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „გურჯაანი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  „ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში - დავით სონღულაშვილი, წინასაარჩევნო კამპაანის ფარგლებში, ქართულ-ფრანგულ სადიაგნოსტიკო ცენტრს, „კახეთი-იონს“ ეწვია. შეხვედრის დროს, ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ცენტრის პრეზიდენტმა - ერიკ ჟანწიმ, რომელიც აშკარა სააგიტაციო მოწოდებებს შეიცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ განცხადებით მიმართა №12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიასა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის  უწყებათშორის კომისიას.