სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგები საიას რეგიონული ოფისების წარმომადგენელთათვის

2006-04-19 20:00
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

17-19 აპრილს რეგიონული ოფისების წარმომადგენელთათვის “კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრში” (CTC) სემინარი ჩატარდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს გუნდურ მუშაობაში, გაეცნენ დროის დაგეგმვისა და თანამშრომელთა შეფასების პრიციპებს, დაეუფლნენ პრეზენტაციის ხელოვნებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა 20-21 აპრილს  მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრისა (EHRAC) და საიას მიერ ორგანიზებულ ტრენინგში. ტრენინგის თემა იყო განაცხადის წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.