სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სტატიათა კონკურსი თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება?"

2006-10-13 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროექტის "ფინანსური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული მონიტორინგი" ფარგლებში აცხადებს სტატიათა კონკურსს თემაზე "ინფორმაციის თავისუფლება: ადამიანის ფუნდამენტური უფლება?"

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ იურისტები ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე (შრიფტი – Acadnusx; 10 გვერდამდე; ხაზებს ცალფა დაშორებით (single space);
  • სტატიაში უნდა ვლინდებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა ამ სფეროში. სასურველია, გამოყენებულ იქნეს შედარებითი ანალიზის მეთოდი;
  • სასურველია, სტატიაში ასახულ იქნეს მსოფლიოში დღეს მიმდინარე დებატები ინფორმაციის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებად აღიარებასთან დაკავშირებით.

გამარჯვებული სტატიების გამოვლენა მოხდება სპეციალური ჟიურის მიერ და საუკეთესო 3 სტატიის ავტორი დაჯილდოვდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს (10 დეკემბერი).

კონკურსანტებმა სტატია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ან გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე gurchiani@gyla.ge არაუგვიანეს 2006 წლის 15 ნოემბრის 16 00 საათისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.
მისამართი: თბილისი კრილოვის ქ #15. ტელეფონი: 93 61 01; 96 35 39
ელ-ფოსტა: gurchiani@gyla.ge

საკონტაქტო პირები: თამარ გურჩიანი, თამარ ჩუგოშვილი