სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

სასამართლო პროცესი ყოფილი იუსტიციის მინისტრის კოტე კემულარიას წინააღმდეგ

2006-04-12 20:00
Featured image

13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კოტე კემულარის წინააღმდეგ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. 

კოტე კემულარიას წინააღმდეგ მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისათვის მიმართა. ის  ყოფილი იუსტიციის მინისტრისაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იცავს.

სასამართლომ მარიამ ჯიშკარიანის სარჩელი დასაშვებად სცნო.

საქმის არსებითი განხილვა გაიმართება 30 მაისს.