სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომავალი იურისტებისთვის სპეციალური ვებ-პორტალი შექმნა

2008-04-01 20:00
Featured image

1 აპრილს სასტუმრო თბილისი მერიოტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ახალი ვებ-გვერდის www.legaleducation.ge პრეზენტაცია მოაწყო.

პორტალის მეშვეობით ყველა აბიტურიენტსა თუ სხვა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის შესახებ, რომელსაც აქვს იურიდიული სწავლების განყოფილება.

საიტზე ასევე გაიგებთ, როგორ უნდა მოიპოვოს სტუდენტმა სტიპენდიები და გააგრძელოს სწავლა საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.

ვებ-გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ შეხვიდეთ საიას იურიდიული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სამართლის ნებისმიერ დარგში არსებული ლიტერატურის შესახებ ქართულ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ:

15-მდე უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები
ბრიტანეთის საბჭოს, ბრიტანეთის საელჩოს, ამერიკის საბჭოების, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის, DAAD-ის პროგრამის, IREX-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.