სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით კახაბერ ბახტაძე აღდგენილია „სენის“ გამგეობის წევრის თანამდებობაზე

2019-02-19 17:08
Featured image

საია იცავდა კახაბერ ბახტაძის ინტერესებს სასამართლოში, რომელიც 2013 წლიდან იყო ა(ა)იპ სენი-კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (შემდგომში - „სენი“) ორგანიზაციის წევრი და გამგეობის წევრი. მოსარჩელეს ორგანიზაციის წევრობა არ შეწყვეტია, თუმცა 2013 წელს იგი საერთო კრების გადაწყვეტილებით გაირიცხა ორგანიზაციის გამგეობიდან. სხდომაზე, რომელზეც ამ პირის გამგეობის წევრობიდან გარიცხვის/გამოყვანის საკითხი განიხილებოდა, იგი არ ყოფილა მოწვეული. შესაბამისად, კახაბერ ბახტაძემ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რათა მომხდარიყო გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიცია, რის გამოც სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნები. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების ოქმი და შესაბამისად, კახაბერ ბახტაძე აღდგენილია სენის გამგეობის წევრის თანამდებობაზე. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე კვლავ შეძლებს მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციის მართვასა და გამგეობაში.