სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების თაობაზე

2023-05-24 13:18
Featured image

საიამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადების სახით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. კანონპროექტი ემსახურება საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების დაძლევას საკანონმდებლო დონეზე.

პროექტი ითვალისწინებს ინტერპელაციის, სადეპუტატო კითხვის, კომიტეტზე ანგარიშვალდებული პირის დაბარების, კომიტეტის მიერ ინფორმაციის გამოთხოვის, თემატური მოკვლევის მექანიზმების გაძლიერებას, ასევე პასუხისმგებლობის ზომების გაუმჯობესებას. საია-ს ინიციატივით, რეგლამენტს ემატება ახალი საზედამხედველო ინსტრუმენტი - სამთავრობო საათი, რომლის მიზანია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. დოკუმენტში აგრეთვე ასახულია კარგი პრაქტიკის მაგალითები თითოეულ მექანიზმთან დაკავშირებით.

წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება ემსახურება ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის - დემოკრატიული ზედამხედველობის გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

საკანონმდებლო წინადადება იხილეთ ბმულზე