სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საზოგადობრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავს

2018-02-14 11:40
Featured image

სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა ეთერში განეთავსებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას 1984 წელს მიღებული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების საჭიროების თაობაზე. აღნიშნული ნორმატიული აქტი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და ყოველდღიურად იწვევს არაერთი პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 1 საათში, ჯამში, არანაკლებ 60 წამი. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

საია საჩივრით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაევალოს სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.