სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს აქვეყნებს

2009-07-06 20:00
Featured image


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს წარუდგინა საკუთარი დასკვნა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ”, “პოლიციის შესახებ” და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტებზე.

ზოგადი შეფასების სახით გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისადმი სწრაფვის გზაზე რეგრესულ ნაბიჯს, იმის გათვალისწინებით, რომ იგი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ზრდის ადმნისტრაციული პატიმრობის ვადას, აწესებს განსაკუთრებით მკაცრ სანქციებს საზოგადოებრივად ნაკლებად საშიში ქმედებების ჩადენისთვის და არაპროპორციულად ზღუდავს შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებას.

იხილეთ დასკვნა შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ, პოლიციის შესახებ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ პროექტზე.