სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს თბილისის ოფისის დახმარებით პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ ადმინისტარციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა

2016-08-22 11:27
Featured image

2016 წლის 7 ივლისს პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით დააკავეს. მათ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა. პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დაკავებული პირების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურდებოდა. საია-ს ადვოკატმა საქმის შეწყვეტა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა ადვოკატის არგუმენტები და შეწყვიტა საქმის წარმოება დაკავებული პირების მიმართ მათ ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო.

პოლიციის წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი საჩივარი განუხილველად დატოვა.