სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ჯიხაშკარში მომხდარ ვანდალიზმს გმობს

2016-10-09 00:46
Featured image

დღეს, ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს დახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას ზუგდიდის #108 უბანზე (სოფელი ჯიხაშკარი). აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და დალეწეს საარჩევნო ინვენტარი.  უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირებ დ დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე.  

 

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ნაცემია და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კავშირის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ აღნიშნული ინციდენტი. საფრთხე შეექმნა საიას დამკვირვებელსაც, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესების უსაფრთხო გარემოში წარმართვა და დამკვირვებელთა და საარჩევნო პროცესებში ჩართულ პირთა უსაფრთხოება.

ფოტო ნეთგაზეთი