სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ეხმაურება ევროპის წამების კომიტეტის 25 ოქტომბრის ანგარიშს

2007-10-24 20:00
Featured image

"ის ფაქტი, რომ საქართველო ციხეში კეტავს ამდენ მოქალაქეს არ შეიძლება დამაჯერებლად აიხსნას დანაშაულის მაღალი რიცხვით, "ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა" და სამართალსამცავი ორგანოები, პროკურატურა და მართლმსაჯულება, უნდა იყოს, ნაწილობრივ, ამის მიზეზი..."

"ამ ანგარიშში განხილული თავისუფლების აღკვეთის პირობები, რომელშიც იმყოფება მე-5 საპყრობილეში მყოფ პატიმართა დიდი ნაწილი წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და არის ცივილიზებული საზოგადოების შეურაცხყოფა..."

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში, 25 ოქტომბერი, 32-ე და 44-ე პარაგრაფები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება 2007 წლის 25 ოქტომბერს ევროპის წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს  საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით განხორციელებული ვიზიტების შესახებ.

ასოციაცია კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის თხოვნით ევროპის კომიტეტის მიერ მოცემული ანგარიშის გამოექვეყნებასთან დაკავშირებით.  საია, ისევე როგორც კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ, კომიტეტის მეორე პერიოდული ვიზიტიდან მოყოლებული  მოცემულ ანგარიშის გამოცემამდე, ანგარიშით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს: პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა მოპყრობის მდგომარეობის გაუმჯობესება, წამების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დახვეწა და სხვა.

ამავე დროს, ასოციაციას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმ პრობლებების შესახებ, რაზეც საუბარია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშში. ანგარიშში მოცემულ პრობლემატურ საკითხთა შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

• დროებითი დაკავების იზოლატორებში არსებული გაუსაძლისი პირობები 
• სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობა;
• არაადამიანური მოპყრობის ფაქტები (რუსთავის #6 დაწესებულება);
• თბილისში #5 საპყრობილეში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა, სადაც პატიმართა რაოდენობა 400 % აღემატება დასაშვებ ზღვარს;
• დაკავების დროს ძალის გადამეტების ფაქტების აღმოფხვრისათვის დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა;
• არასრულწლოვანთა პატიმრობის პირობები;
• ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოპყრობის პირობები;
• სახელმწიფო უფასო იურიდიული დახმარების ხარისხის პრობლემა;

 წამების კომიტეტი მიუთითებს მთელ რიგ რეკომენდაციებზე, რომელთა შესრულების ვალდებულება აკისრია ქართულ სახელმწიფოს.
საია უერთდება და იზიარებს, საერთაშორისო ავტორირეტული ორგანიზიაციების: Human Rights Watch (ჰუმან რაითს ვოჩი), Amnesty International  (საერთაშორისო ამნისტია) და Penal Reform International (ციხის საერთაშორისო რეფორმა) მიერ დღეს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებას აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით და აგრეთვე აუცილებლად თვლის საქართველოს მთავრობის მხრიდან წამების წინააღმდეგ არსებითი ნაბიჯების გადადგმას, რაც უპირველეყოვლისა უნდა გამოიხატოს 2006 წლის 27 მარტს თბილისის მე-5 იზოლატორში განხორციელებული სპეცოპერაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დროულ დასასრულში და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებაში.

საია მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას აუცილებელი და მყისიერი ნაბიჯები კომიტეტის მიერ დაფიქსირებული პრობლემების გადასაჭრელად და გათვალისწინებული რეკომენდაციების შესასრულებლად.

საიას აუცილებლად მიაჩნია წამების ანგარიში მოცემული პრობლემების გადაჭრის ეფექტური მონიტორინგის განხორციელება საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ ამ სფეროს ექსპერტების მიერ. ამისთვის აუცილებელია ეფექტური და დამოუკიდებელი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში, რომელიც მოიცავს, არა მარტო სასჯელაღშრულების დაწესებულებებს, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ დაწესებულებას (ჰაუპტვახტებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, არასრულწლოვანთა სახლებს და სხვ.).

მოცემული მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით, საქართვლომ იკისრა შესაბამის ვალდებულება 2006 წელს გაეროს წამების საერთაშორისო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირების დროს, რომელიც ითვალისწინებს მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების შემქნას. მოცემული მექანიზმი დღემდე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მის შესაძლო მოდელებზე წელიწადზე მეტია მიდის დისკუსია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, რაც უფრო ადრე შეიქმნება მოცემული მექანიზმი, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების თავიდან არიდება თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში.

 

ანგარიშის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ!