სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს კარტრიჯების შესყიდვის/დამუხტვის მომსახურების შეძენაზე

2018-02-15 15:32
Featured image

ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს გრანტები. 
 

მომსახურების ობიექტი: ცალკეული სახის კარტრიჯების (ორიგინალი და ასევე, არა ორიგინალი): Hp: 278, 285, 505,2612,435,436; Xerox 3100 MFP შეძენა/დამუხტვა;

დამატებითი მოთხოვნები:

- კარტრიჯი უნდა იყოს შეფუთული ტრანსპორტირების დროს დაზიანებისაგან და ნესტისაგან დასაცავად;

- კარტრიჯები უნდა იყოს მარკირებული;

- წუნდებული კარტრიჯების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის 2%-ს;

- აღმოჩენილი ნაკლი უნდა გამოსწორდეს კონტრაქტორის ხარჯებითა და ძალებით;

- კარტრიჯების დამუხტვა უნდა განხორციელდეს მაღალი ხარისხის მოწყობილობებით, საამქროში უნდა იყოს შესაბამისი პირობები;

- თვეში შესაძენი/დასამუხტი კარტრიჯების რაოდენობა არის საშუალოდ 70-100 ცალი.

 

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადები: შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის  ჩათვლით მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ #15 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ქსელური მაღაზიების არსებობის შემთხვევაში კი, თელავში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში, საიას ოფისების შესაბამის მისამართებზეც).

 

საქონლის ფასი: 

სატენდერო წინადადებაში კარტრიჯის ერთეულის შეძენისა და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის ჩათვლით შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

N

კარტრიჯის მოდელის დასახელება

დახასიათება

ერთეულის ფასი ტრანსპორტირების ჩათლით დღგ-ს გარეშე

ერთეულის ფასი ტრანსპორტირების ჩათლით დღგ-ს ჩათვლით

მოწოდების ვადა მოთხოვნიდან არაუგვიანეს ---- დღისა

1

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

კარტრიჯის დამუხტვის ფასში, ზემოაღნიშნულთან ერთად უნდა იყოს ფიქსირებული და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს კარტრიჯის სრული აღდგენა, რაც ტონერის ფხვნილის შევსების გარდა გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაზიანებული დეტალის გამოცვლას (ფოტოდოლი, მაგნიტური ლილვი, PCR რეზინის ლილვი, გამწმენდი რაკელი, დოზირების რაკელი, ჩიპი, კორპუსი).

 წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს 2019 წლის 31 იანვრამდე  და არ ექვემდებარებოდეს გადახედვას (შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში).

 

ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მოწოდების/მომსახურების მიხედვით,  დღგ-ს გარეშე ან დღგ-ს ჩათვლით.

ღირებულების შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტებისა და  მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

წინასწარი გადახდის მექანიზმი არ გამოიყენება.

 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე  gkiphiani@gyla.ge  

ა) კომპანიის დასახელება და კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ხელმძღვანელ(ებ)ის სახელი და გვარი);

ბ) მისაწოდებელი საქონლის ფასები ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად;

საია უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ. 
 

ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 თებერვალი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102

ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124) / ფაქსი: (995 32) 2923211