საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის

„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ შეიქმნა 2003 წელს და მისი მიზანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება და გენოციდის, აგრესიის, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრებისა და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ წევრები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

2. ადამიანის უფლებათა ცენტრი

3. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

4. საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)

5. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

6. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) 

კოალიციაში შემავალი ზემოაღნიშნული ორგანიზაციები 2008 წლიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების მიმდინარე პროცესებში და წარმოადგენენ ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

 

2010 წლიდან დღემდე „საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ გახლავთ „გლობალური კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის / Coalition for the International Criminal Court“ წევრი. „გლობალური კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის / Coalition for the International Criminal Court“  კი, შეიქმნა 1995 წელს და იგი დღეს აერთიანებს 2 500 სამოქალაქო ორგანიზაციას მსოფლიოს 150 ქვეყნიდან. აღნიშნული კოალიციის მისია არის გენოციდის, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა გლობალური სამართლიანობისთვის.

 

კოალიციის ვებ გვერდი:  http://www.coalitionfortheicc.org/  

Facebook:  Coalition for the International Criminal Court  / Twitter: @ngos4justice   

#GlobalJustice           #JusticeMatters

 

საკონტაქტო პირები: ნინო ჯომარჯიძე - n.jomarjidze@gyla.ge / სულხან სალაძე - s.saladze@gyla.ge

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge