საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება წინასაარჩევნოდ საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის

5-დან 13 მაისამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნების ეგიდით სპეციალური, ავტოტურები შედგება. მოხალისეები საქართველოს 27 რეგიონულ ცენტრში ჩავლენ და ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროცედურებს დეტალურად გააცნობენ. შედგება როლური თამაშები, რომელშიც თავად ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება ჩართული.

კამპანიის “აირჩიე მომავალი, წადი არჩევნებზე” ფარგლებში გაიმართება თეატრალიზებული არჩევნების დღე, სადაც ადგილობრივებს პრაქტიკაშივე შეეძლებათ გაიარონ ყველა ის პროცედურა, რომელიც 21 მაისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემისთვისაა საჭირო.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის გაფორმებულ ავტობუსებს გაყვება ჯგუფი “ფრანი”, რომელიც მოსახლეობასთან ერთად ასევე მიიღებს მონაწილეობას როლურ თამაშებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

იხ. შეხვედრების განრიგი


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge