სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთმა“ ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთს“ ბათუმში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია მისცა.

სამაუწყებლო კომპანიას 2017 წელს ლიცენზიის მიღებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი. მედია ორგანიზაციამ, საიას დახმარებით, სამართლებრივი დავა დაიწყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული  გადაწყვეტილებით, დავა მოიგო. სასამართლომ განმარტა, რომ ლიცენზიის გაცემის საკითხის გადასაწყვეტად გამარჯვებულის გამოსავლენად ლიცენზიის მაძიებლებისათვის და არა გადასაწყვეტი საკითხისათვის კენჭისყრის პროცედურის ჩატარება ეწინააღმდეგებამაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესს.

ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კენჭისყრის ჩატარების ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რომლის შესაბამისადაც კომისიის მიერ ლიცენზიის მაძიებლის გამარჯვებულად გამოცხადება უნდა მოხდეს საკითხის (ლიცენზიის გაცემის) გადასაწყვეტად გამართული ერთიანი კენჭისყრისას კომისიის წევრების მიერ ხმის მიცემის შედეგების შესაბამისად.

3 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა და სამაუწყებლო კომპანიას ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზია მისცა. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge