საია პროკურატურას მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადებას უგზავნის და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

2012 წლის 26 სექტემბერს,  მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული რიგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.  კერძოდ კი განმცხადებელი საუბრობს გასული წლის სექტემბრის თვეში #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მსჯავრდებული ეჭქვეშ აყენებს სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა გულის შეტევით და ასახელებს  თეთრაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებს.

მსჯავრდებულ ოლეგ რამიშვილის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.

საია მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურმა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ფაქტის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და ასევე უზრუნველყოს მსჯავრდებულ რამიშვილის უსაფრთხოება.

მიბმულ დოკუმენტში იხილეთ მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge