სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავება

23 აგვისტოს,  დღის 12 საათზე ქუჩიდან აიყვანეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. თავდაპირველად მიხეილ ლუხავა დააკვეს, შემდეგ კი ალექსანდრე ადამია თავის მცირეწლოვან ბიძაშვილთან ერთად. როგორც დაკავებულმა  საიას წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბიძაშვილის ასაკის დადგენის შემდეგ მცირეწლოვანი ჩამოსვეს მანქანიდან, ხოლო დანარჩენი დაკავებულები საპატრულო პოლიციაში, შემდეგ კი კრიმინალურ სამსახურში გადაიყვაეს. საბოლოოდ დაკვებულების სენაკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში მიივანეს, სადაც ახალგაზრდებმა უარი განაცხადეს ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე. ახალგაზრდები დაკავებიდან 12 საათის  შემდგომ გაათავისუფლეს. მათ უფლებებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ბექა ბასილაია იცავს.

საიას მონიტორებთან საუბრისას ბასილაიამ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების დაკავება იყო უკანონო და მსგავსი ქმედებებით ადგილობრვი ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს მის წინასაარჩევნო კამპანიას.

ამ ეტაპზე საია სწავლობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებს და საზოგადოებას შედეგებს შესწავლისთანავე მიაწოდებს. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge