ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევითი პროექტის განხორციელებაზე. საკვლევ საგანს წარმოადგენს: საქართველოში 2016-2018 წლების საარჩევნო ციკლის პერიოდში პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის ხელშემწყობი გარემოს შესწავლა.

კერძოდ, კვლევამ უნდა მოიცვას შემდეგი საკითხები:

ა) საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების მიმოხილვა პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტების), ასევე პრაქტიკის შესწავლა ქალთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების განხორციელების თაობაზე;

გ) კვლევის მიზნებისათვის - საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოს კანონმდებლობა (მათ შორის, პოლიტიკის დოკუმენტები) და პრაქტიკა შესწავლილი და შეფასებული უნდა იყოს 2016-2018 საარჩევნო წლების ჭრილში;

დ) კვლევა უნდა მოიცავდეს იმ პრობლემების აღწერილობით ნაწილს, რომლებიც თან ახლავს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში  (რამდენად არიან წარმოდგენილნი ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, არჩევით თანამდებობებზე, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე, პოლიტიკურ პარტიებში);

ე) კვლევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, თითოეული საარჩევნო წლის მიხედვით და, ერთობლიობაში, წარმოდგენილი უნდა იყოს 3 კვლევითი დოკუმენტი საარჩევნო წლების მიხედვით.     

 კვლევისთვის დადგენილი ძირითადი სტანდარტები:

  1. ნაშრომს უნდა წაემძღვაროს მოკლე ინფორმაცია კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ. მასში არ უნდა იყოს გამოყენებული სქოლიოები და ეს ნაწილი უნდა ასახავდეს მოკლე და ზოგად ინფორმაციას კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოცემული უნდა იყოს კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი გამონათქვამები და დასკვნები, აგრეთვე, მისი სტრუქტურის აღწერილობა;
  2. კვლევა უნდა იყოს ერთიანად სტრუქტურირებული და შედგებოდეს შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. ტექსტის ძირითადი ნაწილის სტრუქტურირებისას, შეძლებისდაგვარად, დაცული უნდა იყოს საამისოდ გათვალისწინებული სამსაფეხურიანი სისტემა: I., 1., ა.; „I“ და „1“ დონეები უნდა დასათაურდეს ქვესათაურებით. „ა“ და „აა“ (არსებობის შემთხვევაში) დონეები არ უნდა დასათაურდეს.
  3. სქოლიოები არ უნდა აჭარბებდეს ტექსტის მთლიანი მოცულობის 10%-ს. სქოლიოს მითითებისას, ავტორმა უნდა დაიცვას მის მიერ არჩეული სქოლიოს წარმოების ერთიანი სტილი. ავტორმა სქოლიოში უნდა მიუთითოს კვლევაში მოყვანილი ციტატებისა და ფაქტობრივი გარემოებების წყარო.
  4. ტექსტი შესრულებული უნდა იყოს AcadNusx - 12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი - Times New Roman - 12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების “10” ზომით; სტრიქონები უნდა დაშორდეს ერთი ინტერვალით. თითოეული გვერდი უნდა დაინომროს გვერდის ბოლოს, მარჯვენა მხარეს. 
  5. კვლევის ტექსტი, ძირითადად, უნდა გადმოიცეს III პირში, ავტორი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად მაქსიმალურად უნდა მოერიდოს I პირში თხრობას. კვლევას არ უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის სია (წყაროები განთავსებული იქნება სქოლიოებში).

 

პირობები:

  1. კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ექსპერტი, რომელთანაც გაფორმდება 3 წლიანი საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება (2016-2018 წწ.);
  2. ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს, საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში;
  3. გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომსახურების ფასის, შესრულების ვადებისა და ექსპერტის გამოცდილების გათვალისწინებით;
  4. კვლევითი პროექტის განხორციელების შემოთავაზებული ღირებულება, ჯამურად, შესაძლოა მერყეობდეს 5 000 აშშ დოლარიდან 7 500 აშშ დოლარამდე;
  5. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე pavliashvili@gyla.ge 2016 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ირმა პავლიაშვილს ნომერზე 032 2936101 (შიდა 136).  


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge