სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პარტიის ოფისის დარბევა

2016-10-05 14:56
Featured image

1 ოქტომბერს, ქუთაისში პარტია "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის " შტაბი დაარბიეს.

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ბაღდავაძის განცხადებით, კ. გამსახურდიას #19-ში მდებარე შტაბი დილით დარბეული დახვდათ. "12 საათისთვის, როდესაც ოფისში პარტიის წევრები მივიდნენ, ოფისი დარბეული, მაგიდები გადაბრუნებული და პლაკატები ჩამოხეული დახვდათ,  ასევე ოფისიდან წაღებულია ამომრჩეველთა სიები.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.