სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარიამ ლაცაბიძე

დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი.

ელ. ფოსტა: mlatsabidze@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

მარიამ ლაცაბიძე არის საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი.  

მას მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2016-2017 წლებში მარიამი იკავებდა სამართლის ექსპერტის პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში,  2017-2020 წლებში კი ინსტიტუტის სამართლის ექსპერტისა და პროექტის მენეჯერის პოზიციაზე იმუშავა. 2014-2015 წელს გაიარა სტაჟირება სასჯელაღსრულების სამინისტროში და მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამაში. 2015 წელს იგი ასევე მუშაობდა მოხალისედ საქველმოქმედო ორგანიზაციაში Wehelp.ge. 

მარიამს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და კონკურსებში მონაწილეობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. 2009-2010 წლებში სწავლობდა დანიაში ,,Youth for Understanding”-ის პროგრამის ფარგლებში, 2012-2013 წლებში იყო ორგანიზაცია AIESEC-ის წევრი და გაემგზავრა ჩეხეთში, სადაც თემატურ ვორქშოფებს უწევდა ფასილიტაციას. იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ კონფერენციებსა და ტრენინგებში, მათ შორის აღსანიშნავია IDFI & ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,კორუფციასთან ბრძოლის პროგრამა“, რომელშიც ჩართულია 2019 წლის სექტემბრიდან და არის შესაბამისი ქსელის წევრი.

მარიამი არის კვლევა -,,სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემო საქართველოში“ 2019 წ. ავტორი რომელიც შემუშავებულია არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტ „Monitoring Progress, Empowering Action” ფარგლებში.