სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადმინისტრაციის მიზანია, უზრუნველყოს ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირება, პროგრამებისა და პროექტების ფინანსური და ადმინისტრაციული მომსახურება.  ადმინისტრაცია ასევე პასუხს აგებს ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებების გატარებაზე.

ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობათა ადმინისტრაციული მხარდაჭერის, ფინანსური სიცოცხლისუნარიანობისა და ორგანიზაციული განვითარების ღონისძიებების უზრუნველყოფა. ასევე, ორგანიზაციის მდგარად განვითარებაზე ზრუნვა ფინანსური, ინსტიტუციური და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით.

 

პოზიციის დასახელება -  ადმინისტრაციული დირექტორი

სამუშაო განაკვეთი - სრული

სამუშაო ადგილი - თბილისი

გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე. ხელშეკრულების ვადა - 3 წელი

ანაზღაურება - 3000 – 3500 ლარის ფარგლებში

 

 ადმინისტრაციული დირექტორის ძირითადი ფუნქციები: 

- ადმინისტრაციაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება და ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა.

- დირექტორთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულება;

- გრანტების მენეჯმენტის სისტემის  განვითარების ხელშეწყობა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზაციის ფინანასური მდგრადობის შენარჩუნების და გაზრდის მიზნით;

- ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად, ორგანიზაციის ფონდების მოძიების სტრატეგიის შემუშავება.  

- პროექტების დაფინანსების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობის ზედამხედველობა და  საპროექტო განაცხადების ხარისხის კონტროლი.

- მუდმივი კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან, მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებულ ფინანსურ საკითხებზე.

- ასოციაციის ფულადი სახსრებსა და მატერიალური რესურსების განკარგვა და შესაბამის  ფინანსურ დოკუმენტაციაზე ხელმოწერა. 

- ადამიანური რესურსების სამსახურის ზედამხედველობა, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ზრუნვა და ასოციაციის თანამშრომელთა ცნობებზე ხელმოწერა.

- ორგანიზაციის ერთიანი პროგრესის, ფინანსური ანგარიშების პროექტების და ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება  და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა;

- ორგანიზაციის ფინანსური მართვისა და შესყიდვების  სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

- ორგანიზაციის სახელფასო პოლიტიკისა და ბადის პროექტის ფორმირება და დირექტორთა საბჭოზე  წარდგენა;

- ადმინისტრაციული პროცედურების და  სისტემების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;

- ორგანიზაციის შინაგანაწესის დანერგვის უზრუნველყოფა;

- საია-ს ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობა და ორგანიზაციის ლოგისტიკური და სამეურნეო მომსახურების უზრუნველყოფა;

- წლიური და პროექტული აუდიტის ორგანიზების უზრუნველყოფა;

- ორგანიზაციის IT უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

- წევრებთან ურთიერთობის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დირექტორთა საბჭოზე წარდგენა;

 

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი სამართლის, ბიზნეს სამართლის და ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა მომიჯნავე დარგებში;

- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

- საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საპროექტო განაცხადების შედგენის გამოცდილება.

- ინგლისური ენის C1  დონეზე ცოდნა.

 

- გუნდის მართვის უნარი;

- დაგეგმვისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;

- გუნდური მუშაობის უნარი;

- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;

- პრეზენტაციის უნარი.

 

კონკურსის ეტაპები

- განცხადებების გადარჩევა - პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;

- გასაუბრება -  მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;

- შერჩეული კანდიდატი/კანდიდატები გასაუბრებისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საიას გამგეობას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს.   

 

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 თებერვალი, 18:00 საათი.

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან გაფორმდება 3 თვიან ხელშეკრულება გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ შეფასდება  გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით ხელშეკრულება გაგრძელდება 3 წლის ვადით. 

 

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე  

ელ.ფოსტა - anitabidze@gyla.ge