სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მკვლევარი

უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადებაზე.

პროექტი: უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.

პროექტის მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე საპარლამენტო და უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიის გზით, უსაფრთხოების სექტორზე (საიდუმლო შესყიდვების მიმართულებით) სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა. ამდენად, შესყიდვების პროცესში კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

 

კვლევის საგანია ორი კვლევის მომზადება:

ა. უსაფრთხოების სექტორის საკომიტეტო კონტროლი (საკანონმდებლო ჩარჩო და მისი იმპლემენტაცია რეგლამენტის უკანასკნელი რეფორმის შემდეგ);

ბ. უსაფრთხოების სექტორის საკომიტეტო კონტროლის ზოგადი მექანიზმების კომპარატივისტული ანალიზი.

 

პირობები:

1. კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ექსპერტი, რომელთანაც გაფორმდება საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება 2020 წლის 31 იანვრამდე, გაგრძელების პერსპექტივით.

2. ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;

3. გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომსახურების ფასის, შესრულების ვადებისა და ექსპერტის გამოცდილების გათვალისწინებით;

4. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2019 წლის 17 ივლისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ:

- CV;

- მათ მიერ უკანასკნელი 3 წლის განმვალობაში მომზადებული კვლევა (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, რომელიც აპლიკანტის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის კველვით უნარებს.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@gyla.ge