სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პოლიტიკურად მოტივირებული „კაბელების საქმე“

2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

2016-05-17 14:05 სრულად ნახვა

დაბრუნებამდე

ადრე, აჭარაში, ჯერ კიდევ მაშინ როცა სკოლაში ვსწავლობდი, სასწავლო კვირის შემდგომი უქმე დღეები  ჩემს სოფელში - ძენწმანი გრძელდებოდა. თითქმის ყოველთვის ორი უქმე დღიდან ერთს - შაბათს ან კვირას სოფლის თავში, "ოთხზიარის" ძველ სათესებსა და ყანებში ვატარებდით. არა, დასვენების მიზნით კი არა მიწაზე ვმუშაობდით. გაზაფხულზე ჯერ ყანის „მოჩალვით“ იწყებოდა ყველაფერი. მერე ყანა იხვნებოდა, იფარცხებოდა და სიმინდი ითესებოდა. მიწიდან ამოსულ სიმინდს ყანის „ფხეკა“ მოსდევდა თან. ფხეკის დროს ერთადერთი შვება ყანის თავში მდგარი ვეებერთელა თეთრი ბალი იყო. თეთრ ბალს შუადღეს წყაროზე ჩაცივებული მაწონი და მჭადი ანაცვლებდა. შემოდგომაზე ყანის აღების დრო მოდიოდა და ზამთრის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთი სიტყვით მთელი ეს პროცესი ფილოსოფია იყო და ამ ფილოსოფიის დროს ნალიაში გაფენილ ბალახზე წამოკოტრიალებასა და ფიქრს ცოტა რამ თუ სჯობდა ქვეყანაზე.

2016-05-11 10:45 სრულად ნახვა

“დამკვიდრებული პრაქტიკის“ სახელით

2016 წლის 20 აპრილს, ბათუმის საკრებულო, ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩის #1 მდებარე 125 კვ.მ საცხოვრებელ ფართის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს. 

2016-04-19 16:54 სრულად ნახვა

კონცეფციამდე წასაკითხი

XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს.

2016-01-21 14:38 სრულად ნახვა

,,კაბელების საქმე'' და საიდუმლო შესყიდვები წესის გარეშე

გასული თვის 28-ში საზოგადოებამ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავავების შესახებ გაიგო. ე.წ. „კაბელების“ საქმე სხვა საინტერესო დეტალების პარალელურად  იმითაც იყო გამორჩეული, რომ საქმე გვქონდა შესყიდვასთან, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა. თუმცა, ამჯერად მინდა შევეხო  არა მთლიანად სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ მის ერთ ელემენტს. კერძოდ, შესყიდვას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების საფუძველზე ხორციელდება. 

2014-11-21 11:03 სრულად ნახვა

ორი „სიმართლე“ სარეზერვო ფონდების შესახებ

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებიდან მოყოლებული ხშირად საუბრობენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების შესახებ. სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების პარტიული, კონკრეტულად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხარჯვაზე უთითებენ. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ის, რასაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს და არც შესაბამისი ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე ვინმემ.

2013-11-03 01:18 სრულად ნახვა

სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის თაობაზე

მიმდინარე წლის 4 მარტს ქართულ მედია-საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში საზაფხულო თეატრის გახსნა აპირებდა.

2013-04-08 02:25 სრულად ნახვა

კითხვები რიყის შესახებ

2006 წლის 6 ივნისს ქ. თბილისის მთავრობამ  შპს „ახალი რიყესთან“ უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ქ. თბილისის მთავრობამ შპს „ახალ რიყეს“ 43,350 კვ.მ. მეტრი ფართობი გადასცა რიყის ტერიტორიაზე. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასი 7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 12,540,500 ლარს შეადგენდა. 

2012-12-12 09:01 სრულად ნახვა