სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საიასა და სტუდია მონიტორის საჩივარი დააკმაყოფილა

2010 წლის 24 დეკემბერს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა სტუდია “მონიტორის” საჩივარი ტელეკომპანიების “რუსთავი-2”-სა და “ტელეიმედის” წინააღმდეგ.სტუდია “მონიტორის” ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენდა.საჩივრის ავტორი ითხოვდა ტელეკომპანიების სანქცირებას “მაუწყებლობის შესახებ” კანონის  71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს დამრღვევი ტელეკომპანიების გაფრთხილებას მათ მიერ ჩადენილი დარღვევებისათვის.

2010-12-24 15:06 სრულად ნახვა

საია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს წერილობით მიმართავს

2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესებს დამტკიცების შესახებ".აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესების შესაბაისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ "ჩართულობის სამოქმედო გეგმაში" საქმიანობების განხორციელებისთვის რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან თანხმობის მიღების წესსა და პროცედურას განსხაზღვრავს.

2010-12-14 06:00 სრულად ნახვა

საიას თავმჯდომარემ მედია-ექსპერტებთან ერთად ბრიფინგი გამართა

13 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და მედია-ექსპერტთა ჯგუფმა ლაშა ტუღუშის ხელმძღვანელობით მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.2010 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურად გამოიკვეთა მედია-გამჭვირვალობის კუთხით არსებული პრობლემები, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მუშაობა მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხებში ცვლილების გასატარებლად.საია და მედია-ექსპერტები მიესალმებიან ამ ფაქტს, თუმცა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პარლამენტი არ შემოიფარგლოს მხოლოდ მაუწყებლების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხზე მუშაობით და სათანადო ცვლილებები განახორციელოს მაუწყებლობის ფინანსური  გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაც.

2010-12-13 10:00 სრულად ნახვა

საიას ორგანიზებით საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტური ოლიმპიადა ჩატარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას “ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის” მთელი საქართველოს მასშტაბით.წელს, საიამ  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით, კვლავ გამოაცხადა კონკურსი ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

2010-12-12 13:35 სრულად ნახვა

საიას თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერს ღია წერილით მიმართავს

ბატონო დავით,უპირველეს ყოვლისა მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და  განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საქართველოს პარლამენტს შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობას. თუმცა, ამჟამად თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხრიდან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის ფაქტზე, რაც სამწუხაროდ, არ გახლავთ პირველი შემთხვევა. 2010 წლის 3 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი `თავისუფლების ქარტია,” რომელიც რეალურად წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2001 წლის ოქტომბერში მიღებული `პატრიოტის აქტის” ქართულ ვერსიას. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ თავის დროზე აშშ-ს მიერ `პატრიოტის აქტის~ მიღებამ ფართო მასშტაბიანი და მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციური შესაძლებლობის გამო. შესაბამისად, ამ აქტის ქართული ვერსიის მიღება, რომელიც გრამატიკული და სამართლებრივი გაუმართავობის გამო ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, ვერ იქნება აშშ-ს საუკეთესო პრაქტიკის გამეორება.

2010-12-11 14:06 სრულად ნახვა

ადამიანის უფლებათა კვირეული საიამ უზენაეს სასამართლოსთან აქციით გახსნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 9 დეკემბერს საღამოს ადამიანის უფლებათა ტრადიციული კვირეული უზენაეს სასამართლოსთან ჩატარებული მშვიდობიანი აქციით გახსნა.აქციის მონაწილეები სპეციალური სიმბოლიკით გაფორმებული მაისურებით შეიკრიბნენ სასამართლოსთან და ის ძირითადი მესიჯები გააჟღერეს, რომელიც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემებთან ასოცირდება.აქციის სლოგანი იყო „აღიარე ჩემი უფლება!“

2010-12-10 10:45 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტს საქართველოს კანონის ”მაუწყებლობის შესახებ” კანონის პროექტზე დასკვნა წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს წარუდგინა სამართლებრივი დასკვნა ”საქართველოს კანონის ”მაუწყებლობის შესახებ” ცვლილებების და დამატეტებების შესახებ” კანონის პროექტზე.

2010-12-03 15:54 სრულად ნახვა

დღეიდან საიას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს

2010 წლის 23 ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თამარ ჩუგოშვილი უხელმძღვანელებს.საიას წესდების თანახმად ნოემბრის პირველივე გამგეობის სხომაზე ხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთსა და იმავე პირს თავმჯდომარეობის უფლება აქვს მხოლოდ ორჯერ ზედიზედ.თამარ ხიდაშელი, რომელიც ასოციაციას 2008-2010 წლებში ხელმძღვანელობდა უკვე ორჯერ იყო არჩეული საიას თავმჯდომარედ.24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თამარ ხიდაშელმა მედიას ახალი თავმჯდომარე წარუდგინა.

2010-11-24 08:33 სრულად ნახვა

საია მხარს უჭერს მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას

16 ნოემბერს, 12:00 საათზე საია მედიაექსპერტებისა და ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფს უმასპინძლებს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით მედიაექსპერტების საინიციატივო ჯგუფის წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მედიისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.საინიციატივო ჯგუფის მიერ 2010 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა წინადადება, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსურ მოდგომას მედია სფეროში პლურალისტური გარემოს შექმნის უზრუნველყოფისათვის.

2010-11-15 14:01 სრულად ნახვა

საია თანაშემწეების მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატისა და  კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

2010-11-08 14:17 სრულად ნახვა