სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია 2009 წლის 15 ივნისს მშვიდობიანი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გამოძიებას მოითხოვს

დღეს საია-მ საქართველოს მთავარ პროკურორთან განცხადება წარადგინა და 2009 წლის 15 ივნისს შს სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე დამოუკიდებელი, ეფექტური და ობიექტური გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

2012-12-28 03:12 სრულად ნახვა

საიამ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

2012 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლვევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშნვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მონაწილეობას ეხებოდა.

2012-12-27 03:05 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის უმაღლეს საბჭოს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს კანონპროექტს უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) დაკომპლექტების წესში ცვლილებების შეტანისა თაობაზე. ცვლილებების თანახმად, უსკოს თავმჯდომარისა და წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წლიდან 4 წლამდე მცირდება. ამასთანავე, კანონპროექტი უსკოს წევრების კანდიდატურების დასახელების უფლებას ანიჭებს იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებს, ხოლო უსკოს მოქმედ წევრებს უფლებამოსილებას აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე უწყვეტს.

2012-12-26 03:44 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წესდება  2014 წლის 30 ნოემბრის XXI საერთო კრების მიერ დამტკიცებული ცვლილებებით

2012-12-24 23:13 სრულად ნახვა

საიას კვლევის „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზის“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა სერია დახურა კვლევის პრეზენტაციით - „სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზი“. უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიკვეთა თვალშისაცემი ტენდენცია-ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში შესამჩნევად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენელთა დაკავებები. შესაბამისად, საზოგადოებაში ყოველთვის ჩნდება კითხვა, ახლავს თუ არა ამ საქმეთა წარმოებას პოლიტიკური მოტივი. 

2012-12-21 06:41 სრულად ნახვა

განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების შეტანის ბოლო ვადააა. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს შეშფოთება არხის დამოუკიდებლობასთან და მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის არჩევა ძლიერი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების გარანტი იქნება. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა უნდა ემყარებოდეს აპლიკანტის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და ხედვას, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ლოიალობას.

2012-12-20 08:00 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსია სტუდენტთა უფლებების შესახებ

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია და სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ორგანიზაციები ა.წ. 25 დეკემბერს, 18:00 საათზე გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საჯარო დისკუსიაში სტუდენტთა უფლებების შესახებ. 

2012-12-20 07:37 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო პროცესი კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით წარმართოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ტემპებს, მის თაობაზე ინფორმაციის არასათანდო ხელმისაწვდომობას და მოუწოდებს პარლამენტს საკანონმდებლო პროცესი წარმართოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით. 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობის უმთავრესს ხარვეზს სწორედ მუშაობის სწრაფი ტემპი და პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა წარმოადგენდა, რაც ერთის მხრივ არღვევდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და მეორეს მხრივ, ამცირებდა სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას, ცალკეულ შემთხვევებში კი საერთოდ გამორიცხავდა ზემოაღნიშნულს. 

2012-12-20 04:00 სრულად ნახვა

საია სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას გმობს

2012 წლის 19 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სპეცსამსახურის წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას მოსამართლის თანაშემწის მიმართ, სასამართლოდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოპოვებისა და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე დაყოლიების მიზნით.   

2012-12-20 02:44 სრულად ნახვა

საია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული სიტუაციის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 20 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა.   2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ისმის გარკვეული წუხილები რეგიონებში თვითმმართველობების (საკრებულო, გამგეობა) ხელმძღვანელი პირების შეცვლასთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ცვლილება ბუნებრივად მიმდინარეობს, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ცვლილება ხორციელდება გარკვეული ფარული თუ აშკარა ზეწოლის ფონზე. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ახლად დანიშნული თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებიან, რაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს და დაძაბავს არსებულ სიტუაციას.

2012-12-20 02:08 სრულად ნახვა