სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

“დამკვიდრებული პრაქტიკის“ სახელით

2016 წლის 20 აპრილს, ბათუმის საკრებულო, ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩის #1 მდებარე 125 კვ.მ საცხოვრებელ ფართის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს. 

2016-04-19 16:54 სრულად ნახვა

როგორ ავირჩიოთ კანცლერი

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა მოჰყვა, რასაც თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ასევე დასკვნით უპასუხა, გადავწყვიტე თვითონ გავარკვიო - როგორ ავირჩიოთ კანცლერი. 

2016-03-29 16:19 სრულად ნახვა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც სასამართლომ კვლავ საფრთხის ქვეშ დააყენა

სულ ცოტა ხნის წინ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცს ბრალი წაუყენეს. მოსამართლემ სავარაუდო მოძალადეს გირაო შეუფარდა. პროკურორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზედა ინსტანციაში, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა. სასამართლოს ასეთმა დისკრიმინაციულმა პასიურობამ  წამახალისებლად იმოქმედა სავარაუდო მოძალადეზე. მამაკაცმა გირაოს თანხა გადაიხადა და დაიწყო ძალადობის ახალი ეტაპი. ბრალდებული იარაღის მაკეტის გამოყენებით მსხვერპლს მოკვლით დაემუქრა.

2016-03-28 10:49 სრულად ნახვა

ვიზიტორი #3

ორშაბათი „ორშაბათულად“ დაიწყო. დილიდან ბევრი ხალხია. ზოგი ქვევით იცდის, ზოგი-ზევით, ზოგიც სართულებს შორის ირევა. მესამე ვიზიტორი შემოდის-ქალბატონი, ათიოდე წლის ბავშვთან ერთად. 

2016-03-21 09:40 სრულად ნახვა

ვინ და რატომ (ვერ) მოირგებს სტრასბურგის მოსამართლის მანტიას

2015 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი. 

2016-03-03 01:00 სრულად ნახვა

ტყიბული - პარალელური რეალობა

ნაცრისფერი ძველი საბჭოური კორპუსები, ზოგიერთი სახლი უსიცოცხლო,  რაღაცნაირი ჩამუქებული  ქუჩები, მწვანე კარავი ძველებური ღუმელით, დაღონებული ადამიანები და მძიმე ოხვრა- ის რაც პირველი თვალში მომხვდა ტყიბულში ადგილზე ჩასულს.

2016-02-29 12:30 სრულად ნახვა

მიშა ჯახუას ბლოგი: „ЧЕЧЕН ВЕЧЕН“

პირველად ჩეჩნების შესახებ ღრმა ბავშვობაში, აფხაზეთის ომის დროს გავიგე მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის მხარეს იბრძოდნენ, ჩემთვის ჩეჩნები არასდროს ასოცირდებოდნენ მტრებთან. 

2016-02-25 10:36 სრულად ნახვა

უსაფუძვლო ხმაური „მე და საზოგადოების“ გარშემო

2014 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა „ახალგაზრდების ეროვნული კვლევა“, რომლის შედეგები საგანგაშო და შემაშფოთებელია. 

2016-02-16 14:49 სრულად ნახვა

,,ორშაბათიდან მოგხედავთ“

რამდენიმე დღის წინ ,,პარტიზანი მებაღეების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ვიყავი, რომელიც  თბილისის მერიის შენობასთან გაიმართა. აქციის მონაწილეები მერიისაგან მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რა ბედი ეწევა ,,ვაკის პარკში“ დაგეგმილ მშენებლობას - აშენდება სასტუმრო, თუ მერია შეასრულებს დანაპირებს და კერძო მესაკუთრისათვის მიყიდულ მიწის ნაკვეთს ,,ვაკის პარკს“ დაუბრუნებს.  

2016-02-07 18:53 სრულად ნახვა

სასამართლო კმაყოფილია - მსხვერპლ ქალს არავინ უსმენს

2 დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მონიტორინგის ფარგლებში, დავესწარი პროცესს, სადაც მამაკაცს, მამაკაცი მოსამართლე, ოჯახში ძალადობისთვის ასამართლებდა.  პროკურორი ქალი იყო. ბრალდებულს ასევე დამცველად ქალი ადვოკატი ჰყავდა.

2016-02-03 18:06 სრულად ნახვა