სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას განცხადება 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით

2015-06-15 14:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად თავს დაატყდა თბილისისა და ახლომდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებს.

არავის შეუძლია შეამსუბუქოს ის უდიდესი ტკივილი, რაც ახლობელი ადამიანების დაკარგვითაა გამოწვეული. ამასთან, ათობით ოჯახმა დაკარგა საცხოვრებელი, განადგურდა  თბილისის ზოოპარკი, ქალაქის ინფრასტრუქტურა.
 
ამ მძიმე წუთებში უმნიშვნელოვანესია დაზარალებულთა მიმართ თანადგომა და საზოგადოების ერთიანობა.
 
საიას თანამშრომლები გუშინდელი დღიდან აქტიურად არიან ჩართული დაზარალებულთა დასახმარებლად მიმდინარე ღონისძიებებში. გამოვთქვამთ მზადყოფნას, თანამოქალაქეებთან ერთად გავაგრძელოთ მოქმედება, რათა საერთო ძალებით გავუმკლავდეთ ამ უდიდეს ტრაგედიას და მის შედეგებს.