სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა

2015-05-25 17:30
Featured image

2015 წლის 25 მაისს საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის “სამოქალაქო და სამართლებრივი განათლების ხელშეწყობა” დახურვის ცერემონია გამართა. 

პროექტის მიზანია საზოგადოებაში სამოქალქო და სამართლებრივი განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება და ინტენსიური ტრენინგების გზით სამართლებრივი განათლების მიწოდება. პროექტის ფარგლებში, სასკოლო პროგრამაში დაინერგა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ), 2014 წელს  გამოცემული წიგნი „პრაქტიკული სამართლის სახელმძღვანელო“.
 
პროექტი პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობდა და განხორციელდა მხოლოდ თბილისისა ქუთაისის მასშტაბით. საერთო ჯამში 80 სკოლის, 82 სამოქალაქო განათლების პედაგოგი დატრენინგდა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტმა, გერმანიის საერთაშორისო თამაშრომლობის საზოგადოებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
 
ფონდის პარტნიორები პროექტის განხორციელებაში არიან მასწავლებლის სახლი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის  სამართლის კლინიკა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ. 
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, 2005 წლიდან აქტიურად მუშაობს როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებსა და ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფებთან სრულფასოვანი სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების მისაწოდებლად.