სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული პირებისათვის საყოველთაო დაზღვევის მხოლოდ მინიმალური პაკეტის შეთავაზებას საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

2015-05-25 17:00
Featured image
2015 წლის 25 მაისს საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით. საია დისკრიმინაციულად მიიჩნევს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლს. ამ ნორმით პირები, რომლებიც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სარგებლობდნენ კერძო დაზღვევით, ვერ მიიღებენ საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებულ ყველა სამედიცინო მომსახურებას. ამ კატეგორიის პირებზე ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური მომსახურების პაკეტი.
 
შესაბამისად ასეთი პირი, ვერ ისარგებლებს საყოველთაო დაზღვევის სხვა სიკეთეებით. მაგ.: 15 000 ლარის ფარგლებში გეგმიური ოპერაცია და ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა წლიური 12 000 ლარის ფარგლებში.
 
ამგვარად, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო პაკეტში ჩართული პირები, რომლებსაც შემდგომში შეუწყდათ კერძო დაზღვევა, არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც კერძო დაზღვევა შეუწყდათ 2013 წლის 1 ივლისამდე. საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმა დისკრიმინაციულია და  ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია.