სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

,,კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის'' მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

2015-04-15 11:00
Featured image

საქართველოს კომუნიკაციების

ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს,

ბ-ნ ვახტანგ აბაშიძეს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

ბ-ნ ვახტანგ აბაშიძეს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის
 
მიმართვა
 
 
ბოლო დღეების განმავლობაში კომპანია მაგთისატის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება არასათანადო, აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი რეკლამა, როგორც ტექსტური, ისე ვიდეორგოლის სახით, რომლის მთავარი მესიჯია, რომ ,, 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს''.
 
მოგეხსენებათ, რომ ციფრული სიგნალის მიღება, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების ტელემიმღების არსებობის შემთხვევაში, სპეციალური დეკოდერის გარეშეც არის შესაძლებელი. ,,მაგთისატის'' სარეკლამო რგოლმა შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი.
 
გთხოვთ შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი. ასევე, საჯაროდ მისცეთ რეკომენდაცია ოპერატორებს- თავი შეიკავონ მოსახლეობის შეცდომაში შემყვანი სარეკლამო შეტყობინების გავრცელებისგან.  
 
 
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები:
 
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;
• რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
• რეგიონული მედიის ასოციაცია;
• მედიაკლუბი;
• არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი