ტრენინგი რეგიონული მედიისთვის

დაგღალა საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ და პოლიტიკური პარტიების გარშემო ორ ნაწილად გახლეჩილმა საზოგადოებამ? მზად ხარ, რეალური წვლილი შეიტანო ამ პრობლემის მოგვარებაში?

ერთად განვიხილოთ თქვენს რეგიონში არსებული მედია პოლარიზაცია და მოვძებნოთ გადაჭრის გზები.

რაზე ვიმსჯელებთ?
მედია პოლარიზაცია თქვენს რეგიონში;
მედიის როლი და არჩევანი;
ადგილობრივი მედიის როლი პოლარიზებულ დემოკრატიებში;
მედია მდგრადობა და მენეჯმენტი პოლარიზებულ მედიასისტემებში;
მედია სტანდარტები - დაზღვევა პოლარიზაციისგან.

სამუშაო შეხვედრები ჩატარდება შემდეგ რეგიონებში:
12 თებერვალი - გორი
13 თებერვალი - მარნეული
18 თებერვალი - თელავი
5 მარტი - ქუთაისი
6 მარტი - ზუგდიდი
7 მარტი - ბათუმი

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 10 თებერვალი
აპლიკაციის შევსების შემდეგ, 11 თებერვლამდე, დაელოდე დადასტურებას ელ.ფოსტის მეშვეობით.

პროექტს ახორციელებს Democracy Reporting International, ფორსეტთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.

აპლიკაციის შესავსებად მიყევით ბმულს


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge