სასწავლო კურსი „გადასახადების ადმინისტრირება და გადამხდელის უფლებები“

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მიღებას ინტენსიურ კურსზე: „გადასახადების ადმინისტრირება და გადამხდელის უფლებები“.

კურსის ფარგლებში მიმოხილული იქნება საქართველოს საგადასახადო სისტემა და გადასახადების გადამხდელის უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები.

კურსი განკუთვნილია პრაქტიკოსებისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
კურსის ხანგრძლივობა 24 სამუშაო საათი. სამუშაო დღეები და საათები დაზუსტდება აპლიკაციების მიღების დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულ პირებთან შეთანხმების საფუძველზე.
სასწავლო კურსის ღირებულებაა 450 ლარი. კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
ტრენერები: ზვიად როგავა; ნათია წკეპლაძე.
ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული პროგრამის მონაწილის ანკეტა და გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 26 მარტის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: metreveli@gyla.ge

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე- ტელ: 595961900; 2 936101 (შიდა ნომერი 147);
ნინო ბაღაშვილი- ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137);
თამარ მეტრეველი- ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 125).


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge