საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს დახურული ინტერნეტურთიერთობების დაკვირვების შესაძლებლობას აძლევდა არაკონსტიტუციურად ცნო.

აღნიშნული ნორმებით დახურულ ინტერნეტურთიერთობაზე დაკვირვება შესაძლებელი იყო პაროლის ,,გატეხვის" ან სხვა ტექნიკური საშულებებით ფარული ინსტალაციის გზით.

საია-ს მოსაზრებით ნორმის არაკონსტიტუციურობა მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს დახურულ ინტერნეტურთიერთობასთან მიმართებაში სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას. დახურული ინტერნეტურთიერთობის ფორმატი კი, თავის მხრივ, წარმოადგენს ადამიანის პირადულ, ინტიმურ სფეროს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით. ეს უკანასკნელი პირად უფლებაში ჩარევისათვის აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას ან გადაუდებელი აუცილებლობის ვითარებას. არც ერთი ეს გარემოება არ არის გათვალისწინებული ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” კანონით.

საკონსტიტუციო სასამართლომ საია-ს არგუმენტები გაიზიარა და სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge