საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეისთვის 75 ორგანიზაციას აერთიანებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის ჩამოყალიბდა 2010 წლის 13 ნოემბერს. დღეისთვის ის 75 ქართულ და საქართველოში დარეგისტრირებულ საერთაშორისო სამართლებრივ ორგანიზაციას აერთიანებს.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფუნქციებში შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში; რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს მთავრობისა და ევროპის კომისიისთვის.

ეროვნული პლატფორმა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროფესიულ გაერთიანებებს, საქართველოში დაფუძნებულ საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს იწვევს პლატფორმაში გასაწევრიანებლად და აღმოსავლეთის პარტნიორობის განხორცილებაში მონაწილეობის მისაღებად.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები:
1)    განაცხადი აღმოსავლეთის პარტნიორობის განხორციელების პროცესში ჩართვის მსურველი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის;
2)    ეროვნული პლატფორმის არჩეული საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა;
3)    ეროვნული პლატფორმის კონცეფცია;
4)    ეროვნული პლატფორმის სამუშაო წესები.

განაცხადის წარმოდგენა ვადაში არაა შეზღუდული.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge