საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს ტაქსებით მომსახურებაზე და იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის მისაღებად

 

ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ესაჭიროება 25  (24 მსუბუქი და ერთი მინივენი) ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება 21 ოქტომბრის დილის 06:00 საათიდან 22 ოქტომბრის 08:00 საათამდე პერიოდით უწყვეტად. სამოძრაო არეალი  - თბილისი/დუშეთი.

ტენდერში მონაწილე კომპანია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება:  

განაცხადის წარდგენა:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია:

  1. ფასების დეტალური ცხრილი თბილისის და დუშეთის მასშტაბით;
  2. სრული მომსახურების ღირებულება;
  3. კომპანიის რეგისტრაციის ბოლო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე galadashvili@gyla.ge,  

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 12 ოქტომბერი;

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ფასისა და მომსახურების საფუძველზე.

გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

არჩევნების მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში, გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია პირველ ტურში დადგენილი ტარიფით და მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული რაოდენობით, განახორციელოს სატრანსპორტო მომსახურება. 

 საკონტაქტო პირი - გიორგი ალადაშვილი

ტელეფონი: 577070506  

ელ. ფოსტა: galadashvili@gyla.ge 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge