საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ლოგოს დიზაინის შექმნაზე/განახლებაზე

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
საკონკურსო საგნის ტექნიკური მახასიათებლები:
•    ლოგო უნდა იყოს ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი;
•    უნდა ასახავდეს ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკას (ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.gyla.ge);;
•    მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი მისი განთავსება ორგანიზაციის ნებისმიერ პოლიგრაფიულ თუ ბრენდულ პროდუქციაზე (ბეჭდვითი მასალა, ბანერი, სავიზიტო ბარათი, სატიტულო ბლანკი, ვებ-გვერდი, კალამი, მაისური და ა.შ.);
•    უნდა იყოს პოზიტიური და ვიზუალურად მიმზიდველი;
•    არ უნდა იწვევდეს სხვა ლოგოსთან (ან ლოგოებთან) მსგავსების ასოციაციას.
შესაძლებელია როგორც ახალი ლოგოს შექმნა, ისე არსებულის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა არსებული ლოგოს დიზაინი იხილეთ საიას ვებ-გვერდზე www.gyla.ge
სასურველია, შენარჩუნებული იყოს ლოგოს მრგვალი ფორმა და ორგანიზაციული ფერი - ლურჯი (CMYK ფორმატში). ლოგო მომზადებული უნდა იყოს ვექტორულ და PSD ფორმატში.
კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით.
გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულების საფუძველზე, ლოგოზე წარმოშობილი საავტორო უფლებები გადაეცემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.
წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
1.    მოკლე ინფორმაცია კონკურსანტის საქმიანობის შესახებ;
2.    ლოგოს ელექტრონული ვერსია  JPEG ან PNG ფაილების სახით;
3.    საკონტაქტო ინფორმაცია.
კონკურსანტებმა აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: gyla@gyla.ge. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 17 თებერვლამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ნომრებზე: 2936101, 2952353 (შიდა - 140).
 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge