სამუშაო შეხვედრები პარლამენტარებთან საპარლამენტო ზედამხედველობის თემაზე

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, 2018 წლიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკანონმდებლო ორგანოს მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო მექანიზმებს შეისწავლის. პროექტ „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების“ ფარგლებში, 1-2 და 8-9 თებერვალს საიამ გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებთან, სადაც წარადგინა მიმდინარე კვლევისა და მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი მთავარი გამოწვევები და რეკომენდაციები, რომლებიც საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. ორგანიზაცია კიდევ ერთ მგავს შეხვედრას უმრავლესობის წარმომადგენლებთან გეგმავს.

პროექტის ფარგლებში, საია შეიმუშავებს კომპლექსურ დოკუმენტს, რომელიც შეაფასებს, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გახორციელების მიდგომებს, მეთოდებს, პროცედურებს და გასცემს რეკომენდაციებს მათ გასაუმჯობესებლად. პროექტის დასრულებამდე კი, იხილეთ საიას მკვლევარების, ანა ჯაბაურისა  და თორნიკე გერლიანის ბლოგ-პოსტები მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.


 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge