სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკის საქმე წარმატებით დასრულდა

საია იცავდა 2020 წლის იანვარში სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული სოციალური მუშაკის უფლებებს. 2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები გადაეცა სსიპ -  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთადახმარების სააგენტოს. ცვლილებების შესაბამისად,  ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველეყო სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა დაშტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამის მიუხედავად, სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გათავისუფლდა. 

გათავისუფლების ბრძანება გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. დავის მიმდინარეობისას, სოციალურ მუშაკსა და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის შედგა მორიგება. სოციალური მუშაკი უკონკურსოდ, უვადოდ დასაქმდა  სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში და აუნაზღაურდა 4 თვის იძულებითი განაცდური.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge