საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში - სამი კვლევის პრეზენტაცია

2014 წლის, 24 ნოემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA)  პროექტის „საჯარო დაწესებულებების პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულების პრაქტიკის გაუმჯობესების“ ფარგლებში მომზადებული სამი კვლევის პრეზენტაცია გამართა.
 
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში
 
კვლევის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა 2014 წლის სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში, შესწავლილ იქნა, რამდენად უზრუნველჰყო 133 საჯარო დაწესებულებამ ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ დადგენილებებით მათზე დაკისრებული ვალდებულებები. 
 
კვლევამ აჩვენა რომ:
 
დაწესებულებები ვებგვერდებზე უმეტესწილად აქვეყნებენ მხოლოდ იმ მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებს, რაც არ პასუხობს ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის საერთაშორისო სტანდარტებს
 
კიდევ ერთი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა იმ ქვეყნების (იტალია, ავსტრალია, კანადა) გამოცდილება, რომლებსაც გაეროს უკანასკნელი კვლევის მიხედვით აქვთ უმაღლესი ქულა ელექტრონული ინფორმაციისა და ელექტრონული მმართველობის მაჩვენებლებში. აღნიშნულ ქვეყნებში არსებული ინფორმაციის პროაქტიული განთავსების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს საჯარო დაწესებულებებისათვის.
 
საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების დაცვა საჯარო დაწესებულებებში
 
კვლევა 17 ადმინისტრაციული ორგანოდან მიღებულ მონაცემებს აერთიანებს. კერძოდ, საუბარია, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და გაცემის მიზნით 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სამინისტროების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
 
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის მიმდინარეობის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ არ მომხდარა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა. საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებმა იმდენად დაგვიანებით გასცეს ინფორმაცია, რომ ვერ მოხერხდა მოწოდებული მასალის დამუშავება და კვლევაში ასახვა. ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ ზოგადი ხასიათის სტატისტიკური ინფორმაცია გასცა.
 
პროექტი  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G-3) პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge