საიას ორგანიზებით საკონსტიტუციო სასამართლოში სტუდენტური ოლიმპიადა ჩატარდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას “ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის” მთელი საქართველოს მასშტაბით.

წელს, საიამ  საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფინანსური მხარდაჭერით, კვლავ გამოაცხადა კონკურსი ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.

ოლიმპაიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 100-მა გუნდმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

წინასწარ შეთავაზებული კაზუსის ფარგლებში მომზადებული სარჩელისა და შესაგებელის საფუძველზე მოხდა საუკეთესო 8 გუნდის შერჩევა.

10-11-12 დეკემბერს შერჩეული გუნდების მონაწილეობით ტრადიციისამებრ, ოლიმპიადა ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა.

საკმაოიდ საინტერესოდ წარმართული პროცესები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც როგორც ქართველი, ისე ევროპელი მოსამართლეები შედიოდნენ.

ჟიურიმ ამავე დროს წარმოადგინა სასამართლო კოლეგიას და წარმართავდა იმიტირებულ პროცესებს.

პირველ დღეს გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები, ხოლო ოლიმპიადის მეორე დღეს ფინალისტების ვინაობაც გაირკვა.

ფინალური შეხვედრა ძალიან დრამატული და დაძაბული აღმოჩნდა. ორივე გუნდმა თანაბარი რაოდენობის ქულა მიიღო. ამის შემდეგ ჟიურიმ სამივე დღის მონაცემები შეაჯამა და საბოლოოდ გამოიკვეთა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც კავკასიის სამართლის სკოლა წარმოადგენდა და მის შემადგენლობაში სტუდენტები:
ნინო ნიკოლაიშვილი, თამარ ხარაზიშვილი და გიორგი თინიკაშვილი წარმოადგენდნენ.

მეორე ფინალისტი აღმოჩნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, გიორგი ჯავახაძის, თორნიკე წიწილაშვილისა და ილია ელიაძის შემადგენლობით.

ოლიმპიადის საუკეთესო მოსარჩელედ გიორგი ჯავახაძე, ხოლო საუკეთესო მოპასუხედ თამარ ხარაზიშვილი დასახელდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული თსუ-ს სტუდენტი ლევან მაისურაძე გახდა. ასევე გამოვლინდა დონორის სიმპათია და ეს ჯილდო წილად ფინალისტსა და საუკეთესო მოსარჩელედ აღიარებულ გიორგი ჯავახაძეს ხვდა წილად, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) დაფინანსებითა და ხელშეწყობით 1 კვირით გაემგზავრება გერმანიაში და მოინახულებს სასამართლოებსა და სხვადასხვა ოფიციალურ დაწესებულებებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გადაწყვეტილი ჰქონდა გამარჯვებული გუნდის სამივე სტუდენტი საიას ფონდთან არსებულ სასწავლებელში უფასო სწავლებით დაეჯილდოვებინა, მაგრამ რადგან ფინალში გასულმა გუნდებმა ერთნაირი ქულები მიიღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორისა და საიას თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ეს ჯილდო ფინალში გასული ორივე გუნდის ექვსივე მონაწილემ მიიღო.

დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა სერთიფიკატები გადასცეს.

ღონისძიება საიას მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge