საიას დახმარებით ცხინვალიდან დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი მიიღო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისი სამართლებრივ დახმარებას უწევდა ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფო საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარს ეუბნებოდა. დევნილმა ოჯახმა დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო და საბოლოოდ, საცხოვრებელი სახლი გადაეცა.

საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ოჯახმა 2018 წელს მიიღო. უარის თქმის შესახებ ბრძანება, მისი ბათილად ცნობის და საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით, საიას დახმარებით სასამართლოში გასაჩივრდა. სასამართლო დავის პროცესში დადასტურდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არასათანადოდ ახდენდა დევნილთა საცხოვრებელი მდგომარეობის შეფასებას, რითაც დაბრკოლება ექმნებოდათ დევნილებს, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ სათანადო საცხოვრებლით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკითხის ყოველმხრივი შესწავლისა და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

ამ საქმეს საია BFDW-ის (ფონდიპური მსოფლიოსათვის) მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში აწარმოებდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge