საიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების კომისიაში საჩივარი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 21 დეკემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების კომისიაში საჩივარი შეიტანა.

საია მიიჩნევს, რომ 12 დეკემბრის გადაცემა “პოსტკრიპტუმში” გასული სიუჟეტი ოსური მხარის მიერ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებისა და აღნიშნულ საკითხში ჩვენი ორგანიზაციის ნეგატიური როლის შესახებ:

1.    არღვევს “მაუწყებლობის შესახებ” კანონითა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი ჯეროვანი სიზუსტისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს და არის მაყურებლის შეცდომაში შემყვანი;  
2.    არის სიძულვილისა და არატოლერანტობის გაღვივების მცდელობა.
“მაუწყებლობის შესახებ” კანონის მე-14 მუხლისა და “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” თანახმად, მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან თვითრეგულირების ფარგლებში შექმნან საჩივრის განმხილველი ორგანოები.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი სწორედ თვითრეგულირების ფარგლებში უნდა იქნეს განხილული და ტელეკომპანიამ თანაზომადი საშუალებით უნდა შეასწოროს და უარყოს მიკერძოებულად მომზადებულ გადაცემაში მაყურებელთა შეცდომაში შემყვანი ფაქტები.

ტელეკომპანია საკუთარი დებულების თანახმად ვალდებულია საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 21 დღის ვადაში.   

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge