საიამ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მრგვალი მაგიდა გამართა

8 დეკემბერს  სასტუმროში “ქორთიარდ მერიოტი” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს განსახილველად წარვუდგინეთ საიას იურისტების მიერ მომზადებული პროექტი საარჩევნო  კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

შეხვედრას საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ცესკოს წარმომადგენლების გარდა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო.

საიას მიაჩნია, რომ კანონპროექტი, რომელიც უკვე იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით, არ ასახავს სამოქალაქო სექტორის მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოთქმულ შენიშვნებსა და ინიციატივებს.

საიას მიერ მომზადებული კანონპროექტი, დამსწრე საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივის სახით.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge