საია სტამბოლის კონვენციის სრულყოფილ რატიფიცირებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას აპირებს. საია მიესალმება სახელმწიფოს მზაობას დახვეწოს შიდა კანონმდებლობა და ამ გზით გააუმჯობესოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. შემუშავებული ,ცვლილებები, ნამდვილად წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სრულად არ მოიცავს კონვენციით გათვალისწინებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს.

საია განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება ნებისმიერ წამოწყებას ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამიტომ, რატიფიცირების პროცესის წარმატებისთვის საია-მ საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

საია-ს მოსაზრებები ეფუძნება სტამბულის კონვენციით აღიარებულ პრინციპებს და ასახავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

- მსხვერპლის თანხმობის არ არსებობის გამოკვეთა გაუპატიურების კვალიფიცირებისას;

- შემაკავებელი ორდერის გამოცემა ადევნების შემთხვევებში;

- სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტიანი და თანაზომიერი სანქციის გათვალისწინება;

- ქალთა მიმართ ძალადობის, სტრუქტურული დისკმინაციის ფორმად აღიარება;

ზემოთ თქმული მოსაზრებები საია-მ უკვე გააჟღერა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017 წლის 21 თებერვლის სხდომაზე. მიუხედავად, ჩვენი არგუმენტირებული პოზიციისა, აღნიშნული არ იქნა გაზიარებული.

საია მიიჩნევს, რომ დასახელებული შენიშვნების გაუთვალისწინებლობა ვერ უზრუნველყოფს სტამბულის კონვენციის სრულყოფილ რატიფიცირებას და დააკნინებს ხელისუფლების პოზიტიურ ინიციატივას ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

იმედს ვიტოვებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სათანადო გულისხმიერებით მოეკიდება ამ მნიშვნელოვან საკითხს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge