საია გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს!

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოს მასშტაბით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მე-20 საუკუნის ნახევრიდან აღინიშნება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, საქართველოში მთელ რიგ სოციალური ჯგუფებს დღესაც უთანასწორო რეალობაში უწევთ არსებობა, რაც უშუალოდ აისახება თითოეული ამ ჯგუფს მიკუთვნებული პირის ცხოვრებაზე. ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული, რელიგიური და ეთნიკური იდენტობის გამო დღემდე ვერ სარგებლობენ იმ სიკეთით, რასაც ადამიანის უფლებების დაუბრკოლებელი და სრული რეალიზაცია ჰქვია.

საიას მიაჩნია, რომ ტოლერანტობა, როგორც განსხვავებულისადმი დამოკიდებულება, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ტოლერანტობა ეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა!

 

საია გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს!

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge