საია ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებს ზუგდიდისა და სენაკის ოლქებში დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის 31 მაისს ზუგდიდსა და სენაკის ოლქებში ადგილობრივი თვითმმარათველობის არჩევნებს დააკვირდება. საიას სადამკვირვებლო მისია მოიცავს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე კენჭისყრის დღისა და შედეგების შეჯამების მონიტორინგს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს  შუალედური არჩევნები სენაკის (ფოცხოს) და ზუგდიდის (ერგეტის) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წ.) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
საიას საზოგადოებას შუალედურ არჩევნებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ  ინფორმაციას მიაწვდის. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge