რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ

2017 წლის 20 დეკემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველო“ მხარდაჭერით და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით, ორი კვლევის - „რეფორმა თვითმმართველობის სახელით, თვითმმართველობის წინააღმდეგ“ და „თვითმმართველობის ნაჩქარევი რეფორმა და არსებული გამოწვევები“ - პრეზენტაცია გამართეს.

კვლევებში წარმოდგენილი იყო 7 თვითმმართველი ქალაქისთვის (ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) თვითმმართველი ერთეულის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული პროცესების სამართლებრივი ანალიზი, დასკვნები და რეკომენდაციები.

უმთავრესი პრობლემა, რომელიც ორივე ორგანიზაციის კვლევით გამოიკვეთა, საკრებულოების მიერ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და გადაწყვეტილების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით მიღებაა.

როგორც ცნობილია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 15 მაისს 7 თვითმმართველ ქალაქსა და 7 სათემო მუნიციპალიტეტს გაერთიანების წინადადებით მიმართა, რის შემდეგაც, საკრებულოებმა დაჩქარებული წესით, რამდენიმედღიანი შუალედით, რიგგარეშე სხდომებზე მოიწონეს სამინისტროს წინადადება. ამის პარალელურად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას არ ჩაუტარებია ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ აუცილებელი მოთხოვნაა. ამის მიუხედავად, მთავრობის ინიცირების საფუძველზე, პარლამენტმა 2017 წლის 15 ივნისს დადგენილებით 7 თვითმმართველი ქალაქი გააუქმა.

კვლევების თანახმად, ასევე, დადგინდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას და დასაბუთება მოკლებული იყო საგნობრივ მსჯელობას. მაგალითად, მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რის საფუძველზე აცხადებდა, რომ არ გაუმჯობესებულა მოქალაქეთა ჩართულობა, სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, არგუმენტი, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, სინამდვილეს არ შეესაბამება - თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და გორის ბიუჯეტების ანალიზი საპირისპიროს ამტკიცებს. რაც შეეხება სხვა არგუმენტაციას ადმინისტრაციული ხარჯების გაორმაგების, ხარჯვის ეფექტიანობის გაუარესებისა და სხვა საკითხების შესახებ, ამ შემთხვევაშიც, მთავრობას სათანადოდ დადასტურებული ინფორმაცია არ წარმოუდგენია. 

ორგანიზაციები თვლიან, რომ აღნიშნულმა პროცესმა:

ორგანიზაციები თვლიან, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, შეაფერხებს ქალაქებისა და სოფლების განვითარებას, შექმნის უთანასწორო პირობებს ქალაქისთვის; შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსენსუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას.

კვლევის დროს გამოკვეთილი პრობლემების საფუძველზე, ორგანიზაციებმა წარმოადგინეს შემდეგი  რეკომენდაციები:

ვინაიდან პროცესი „თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული წესის დარღვევით წარიმართა, დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, 30 ივნისს სასამართლოს მიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სასამართლოს სხდომა არ ჩანიშნულა.

გარდა ამისა, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაძლებელია, მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი სარჩელით მას საქართველოს პარლამენტის წევრებმა უნდა მიმართონ. ამიტომაც, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge